ავტოავარია

თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. როგორც შინაგანან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, ერთი ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული.

უწყებამ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

კომენტარები