გოგი ოჩიაური

მოქანდაკე და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

0 კომენტარი
გოგი ოჩიაური ფოტო: wikipedia.org

ქართველი მოქანდაკე და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გოგი ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს შუაფხოში დაიბადა. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში.

გოგი ოჩიაური ავტორია ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“, „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი”, „ქალის ტორსი“, „სიცოცხლის ხე“, „რექვიემი“; ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“. ასევე, არის დამდგმელი მხატვარი ფილმის „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნის - „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“. მას 2005 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 2012 წელს კი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

გოგი ოჩიაური იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (დუშეთის მაჟორიტარი), ასევე, მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტაბულას ტერასაზე დამწვარი ნაჭრებითა და პირსახოცებით სავსე ქვაბი ჩამოაგდეს

კომენტარები