არჩევნები 2017

აუდიტის სამსახური: შემოწირულობების 90%, 11 მლნ ლარზე მეტი ქართულმა ოცნებამ მიიღო

აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი შემოწირულობა ქართულმა ოცნებამ მიიღო - 11, 640, 441.00 ლარი, რაც ყველა პარტიის შემოწირულობების 90%-ია. 

ჯამში ყველა პარტიამ 12,998,651.16 ლარის შემოწირულობები მიიღო. 

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 

უწყების ცნობით, მიღებული ანგარიშებისა და დეკლარაციების ანალიზის შედეგად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 6 კვირიან პერიოდში ჯამში მიღებულია 742,787.00 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი. 

  • ქართული ოცნება – 173,420 ლარი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 135,036 ლარი
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის – 78,844 ლარი
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო – 20,135 ლარი
  • სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო – 16,293 ლარი

ჯამურად განხორციელებულია 8,835,900.00 ლარის ხარჯი

  • ქართული ოცნება – 6,983,756 ლარი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 202,811 ლარი
  • ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის – 646,775 ლარი
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 507,730 ლარი
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო – 75,892 ლარი
  • სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო - 66,084 ლარი

ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 ადამიანი, მათგან 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველია, ხოლო 18 - „ქართული ოცნების“. პირველ ეტაპზე დაბარებული 14 ფიზიკური პირის შემდგომ, დამატებით დაბარებულია 17 პირი, საიდანაც 9 პირი არის „ქართული ოცნების“, ხოლო 8 - „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია „ევროპული საქართველოს“ 10 და „ქართული ოცნების“ 4 შემომწირველი ფიზიკური პირი.

კომენტარები