სექსუალური შევიწროება

ჰარვი ვაინშტაინის ძმას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

Cosmopolitan.ge

ჰარვი ვაინშტაინის შემდეგ სექსუალურ შევიწროებაში მის ძმას, ბობ ვაინშტაინს ადანაშაულებენ. ამანდა სეგალი ძმების კომპანიაში The Mist-ის აღმასრულებელ პროდიუსერად მუშაობდა, ის ამბობს რომ 2016 წელს ბობ ვაინშტაინი ხშირად უკეთებდა მას სექსუალური სახის კომენტარებს და სადილზე, თავის ოთახში ეპატიჟებოდა. 

"ბობი ყოველთვის მიმითითებდა რომ მას მეგობრობა უნდოდა, მაგრამ მას მეგობრობა არ უნდოდა. ბობს უფრო მეტი უნდოდა. იმედი მაქვს, რომ "არა" საკმარისი იქნება მისთვის"- ამბობს ამანდა სეგალი.

ბრალდებას განცხადებით გამოეხმაურა ბობ ვაინშტაინის ადვოკატი, სადაც ვკითხულობთ რომ შეუძლებელია ბობ ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში იყოს დამნაშავე.

კომენტარები