გერმანია

გერმანიაში 88 წლის ქალი ჰოლოკოსტის უარყოფისთვის დააპატიმრეს

AP

გერმანიის სასამართლომ 88 წლის ურსულა ჰავერბეკს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მისი მტკიცებით, ჰოლოკოსტი მითია და აუშვიცის ბანაკში გაზის კამერები არ არსებობდა.

გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ჰოლოკოსტის უარყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია და 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ურსულა ჰავერბეკი 2016 წლის იანვარში დააკავეს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ჰოლოკოსტი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტყუილია და უარყო 6 მილიონი ებრაელის მკვლელობა. მისი თქმით, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი, უბრალოდ, მუშათა ბანაკი იყო და იქ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

ჰავერბეკი გერმანელ ულტრამემარჯვენეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გერმანული მედია მას “ნაცისტ ბებიას“ უწოდებს.

კომენტარები