მანქანის აფეთქება

პაკისტანში მანქანის აფეთქებისას 5 პოლიციელი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

rferl.org

პაკისტანში, ქალაქ კვეტაში მანქანის აფეთქების შედეგად 5 პოლიციელი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 22 კი - დაიჭრა. რვა დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. 

პაკისტანის პოლიციის განმარტებით, ავტომობილი, რომელსაც პოლიციელები გადაჰყავდა, დანაღმულ გზაზე აფეთქდა.

Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქების ადგილას უშიროების თანამშრომლები იმყოფებიან და მიმდინარეობს გამოძიება.

ამ დრომდე, პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.

კომენტარები