უბედური შემთხვევა

ფოთში, კორპუსის მეოთხე სართულიდან 8 თვის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 8 თვის ბავშვი გადმოვარდა. ჩვილი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ნიორაძის თქმით, ბავშვს სიმაღლიდან ვარდნის გამო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

კომენტარები