თავდასხმა ავღანეთში

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 43 ჯარისკაცი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: aljazeera.com

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 43 ჯარისკაცი დაიღუპა, 9 დაიჭრა, 6 პირი კი, დაკარგულად ითვლება. თავდასხმა ოთხშაბათს საღამოს, ყანდაარის პროვინციაში მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა, სამხედრო ბაზაზე მანქანებში თავი აიფეთქა.

მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეტაკების დროს დაჯგუფება “თალიბანის” სულ მცირე 10 წევრი დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები