ცხოვრება+სტილი

ცოლისგან თავის დასაღწევად კაცმა 10 წელი ტყეში იცხოვრა

independent.co.uk

მალკომ აპლეგიეტმა სახლი 10 წლით დატოვა და ტყეში იცხოვრა. მისი თქმით, მან ეს ცოლისგან თავის დასაღწევად გააკეთა. 

აპლიგეიტი მებაღედ მუშაობდა და დღის უმეტესი ნაწილის გარეთ გატარება უწევდა.

"მე მიყვარდა ჩემი საქმე და ახლაც ძალიან მიყვარს. დაქორწინების შემდეგ ჩემი ცხოვრება დაუგეგმავი გახდა, საქმე ამერია. რაც უფრო მეტს ვმუშაობდი, ჩემი ცოლი უფრო მეტად ბრაზდებოდა. დღის უმეტეს ნაწილს საქმის გამო გარეთ ვატარებდი, ჩემს ცოლს კი ეს არ მოსწონდა. საბოლოოდ ცოლმა მითხრა, რომ სამსახურისთვის ნაკლები დრო უნდა დამეთმო. ამის შემდეგ გადავწყვიტე სახლი დამეტოვებინა. ჩემი ცოლისთვის არაფერი მითქვამს, კინგსტონთან ახლოს მდებარე ტყეში წავედი და იქ 10 წელი ვიცხოვრე."- თქვა აპლეგეიტმა. 

მალკომ აპლეგეიტი ახლა სამხრეთ ლონდონში მდებარე თავშესაფარში ცხოვრობს. მის ოჯახს ის 10 წლის განმავლობაში მკვდარი ეგონა. 

კომენტარები