თურქეთი-ერაყი

ერდოღანი: ერაყთან საზღვარი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დავხუროთ

Reuters

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით ქვეყანამ ჩრდილოეთ ერაყთან საზღვარი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დახუროს. თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყის რეგიონს საჰაერო საზღვარი უკვე დაუხურა და ამჯერად საუბარი სახმელეთო საზღვარზეა.

საზღვრის დახურვის შესახებ მუქარა ერდოღანმა პირველად ქურთისტანის რეფერენდუმის შემდეგ გააჟღერა.

"ჩვენ მთლიანად დავუხურეთ საჰაერო სივრცე ჩრდილოეთ ერაყის რეგიონულ მთავრობას. მოლაპარაკებები გრძელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გავაკეთებთ სახმელეთო საზღვრის კუთხით. ჩვენ ჯერ არ დაგვიხურავს საზღვარი, თუმცა ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს." - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები