ტერაქტი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური: 11 სექტემბრის მსგავს თავდასხმას გეგმავენ

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მდივნის ელენ დიუკის თქმით, ISIS-ი და სხვა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები 11 სექტემბრის მსაგვსი ტერაქტის ორგანიზებას ცდილობენ.

"ტერორისტულ ორგანიზაციებს, იქნება ეს ISIS თუ სხვა, უნდათ აშშ-ში მოაწყონ დიდი აფეთქება, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსგავსი. მათ მთავარ მიზანს შიშის დათესვა წარმოადგენს, ამისთვის ისინი სხვადასხვა მცირე ტერორისტულ აქტებს აწყობენ, იქნება ეს ავტომობილებით თუ ცივი იარაღით მოსახლეობაზე თავდასხმები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ უარი თქვეს მასშტაბური ტერორისტული აქტის მოწყობაზე,"- ლონდონში გამართული შეხვედრების შემდეგ თქვა დიუკმა.

ნიუ-იორკში,2001 წლის 11 სექტემბრეს ადგილობრივი დროით 08:45 საათზე ალ-კაიდას მიერ გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი "ბოინგ 757" ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ე.წ. ტყუპები) ერთ-ერთ კოშკს გამიზნულად დაეჯახა. 18 წუთის შემდეგ კი კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი "ტყუპების" მეორე ცათამბჯენს დაეჯახა, რაც მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ნახა.

9/11 ტერაქტის შედეგად 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მსოფ­ლი­ოს 86 ქვეყ­ნი­დან. და­შავ­და ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი.

კომენტარები