კრიმინალი

ოცნება: ყიზილაჯლოში დაჭრილები არიან ჩვენი კანდიდატი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი

metro.us

ქართული ოცნების ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილები, ქართული ოცნების საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი არიან. როგორც ტაბულას პარტიაში უთხრეს, შემთხვევა ქართული ოცნების ოფისთან მოხდა. დაჭრილები ამ დროისათვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, 4 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. შსს-ს ინფორმაციითვე, ადგილზე უკვე გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სხვა დეტალებზე ამ დროისათვის შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები