საგარეო ვაჭრობა

წელს საქართველოში $145 მილიონი დოლარის ღირებულების მობილურები გაიყიდა

Apple

2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში $145.9 მილიონი დოლარის, ანუ 361 მილიონი ლარის ღირებულების მობილურების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.6%-ით მეტია. 

ქვეყანაში არსებული მობილურების რეიტინგი ბრენდების მიხედვით (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემები):

  1. Samsung - 28.1%
  2. Nokia/microsoft - 25.1%
  3. Apple - 9.2%
  4. Huawei - 7.7%
  5. Lenovo - 4.8%
  6. Quectel - 3.4%
  7. TCT - 2.5%
  8. Sony/Erricson - 2.4%
  9. LG - 1.7%
  10. HTC - 1.5%
  11. სხვა - 13.6%

საქსტატის მონაცემებით, მობილური ტელეფონები ბუნებრივი აირის შემდეგ საქართველოს მეექვსე უმსხვილესი საიმპორტო საქონელია. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მეშვიდე უმსხვილესი საიმპორტო საქონელი კომპიუტერები და სერვერებია. წელს უკვე იმპორტირებულია $61.7 მილიონი დოლარის ღირებულების კომპიუტერები, რაც წინა წელთან შედარებით 36.5%-ით მეტია.

კომენტარები