ბათუმი

აჭარის მთავრობამ ახალი სტადიონის მშენებლობაზე 101-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმში UEFA-ას IV კატეგორიის 20 000 ადგილიანი სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101.7 მილიონი ლარია და ის ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. პროექტის უშუალო შემსყიდველი აჭარის მთავრობის მიერ დაფუძნებული შპს "სტადიონია".

გეგმის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სტადიონი 34 თვეში უნდა ააშენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს ახალი სტადიონი 2020 წლისთვის ექნება.

ახალი სტადიონის დეტალური ნახაზები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები