საგარეო ვაჭრობა

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო საქონელი

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

2017 წლის პირველი 9 თვის მანძილზე განმავლობაში იმპორტმა $5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია. ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი ნავთობი იყო, მასზე მთლიანი იმპორტის 8.7% მოდიოდა. მეორე ადგილზე ავტოიმპორტია, რაც მთლიანი იმპორტის 6%-ია. იმპორტში ასევე მაღალი წილი უჭირავს მობილურ ტელეფონებს (მათ შორის სმარტფონებს), რაც იმპორტის 2.6%-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში იმპორტი ექსპორტს თითქმის სამჯერ აღემატებოდა.

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო საქონელი:

1) ნავთობი (ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი და სხვა) - $487 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%. წილი მთლიან იმპორტში 8.7%

Photo: Getty Images

2) მსუბუქი ავტომობილები - $338 მილიონი (აქედან $149 მილიონი რეექსპორტზე გავიდა). 2016 წელთან შედარებით ავტოიმპორტი 1%-ით არის შემცირებული. მისი წილი მთლიან იმპორტში 6%

TOYOTA LandCruiser Prado 2016 Photo: caradvice.com.au

3) სპილენძის მადნები - $258 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%. წილი მთლიან იმპორტში 4.6%. 

Photo: Reuters

4) მედიკამენტები - $246 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%, წილი მთლიან იმპორტში 4.4%

Photo: NHS

5) ბუნებრივი აირი - $227 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%. წილი მთლიან იმპორტში 4%

Photo: Reuters

6) მობილურები (მათ შორის სმარტფონები) - $149 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%. წილი მთლიან იმპორტში 2.6%

Photo: Apple

7) ხორბალი - $74 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%. წილი მთლიან იმპორტში 1.3%

Photo: Getty Images

8) კომპიუტერები და სერვერები - $61 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36%. წილი მთლიან იმპორტში 1.1%

Photo: techreviewer.co.uk

9) სიგარეტები - 59 მილიონი, კლება წინა წელთან 19%, წილი მთლიან იმპორტში 1.1%

Photo: Reuters

10) სატვირთო მანქანები - $53 მილიონი, ზრდა წინა წელთან 7%, წილი მთლიან იმპორტში 1%

Photo: Getty Images

11) სხვა დანარჩენი საქონელი - $3.6 მილიარდი, ზრდა წინა წელთან 4%, წილი მთლიან იმპორტში 65%

2017 წელს, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა. მეორე მხრივ კი, 7%-ით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი დააკავეს

კომენტარები