ე.წ ციანიდის საქმე

საქალაქო სასამართლო: ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე პროკურატურაში არ გამოუკითხავთ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი და სხდომის მდივანი პროკურატურაში არ გამოუკითხავთ. ინფორმაცია გუშინ მედიით გავრცელდა. თუმცა, სასამართლო გამოხატავს მზადყოფნას, კითხვების არსებობის შემთხვევაში ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გამოცხადდეს შესაბამის ორგანოებში. 

"თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება ე.წ. „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით, დახურული სასამართლო სხდომის მასალების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლისა და სხდომის მდივნის გამოკითხვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას და განვმარტავთ, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს შემადგენლობის მონაწილეობით არ ჩატარებულა. ამასთან, ბრალდების მხარეს მოსამართლისა და სხდომის მდივნისთვის, მსგავსი მოთხოვნით არ მიუმართავს. სასამართლო შემადგენლობა, გამოხატავს მზადყოფნას, კითხვების არსებობის შემთხვევაში ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გამოცხადდეს შესაბამის ორგანოებში", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქმე, რომლის წარმოებაც პროკურატურამ დაიწყო, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებას ეხება, რომელიც მან 25 ივლისს სასამართლოს დახურულ სხდომაზე სკაიპით მისცა. ჩვენების ფრაგმენტები სხვადასხვა მედიით ეტაპობრივად გავრცელდა. ასევე გავრცელდა პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და მეუფე დიმიტრის ჩვენებები და დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. ჩანაწერები მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ ციანიდის საქმის პროცესები დახურული იყო, გიორგი მამალაძეს კი პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა. 

ვრცლად საქმის გამოძიების მიმდინარეობის და საფრთხეების შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები