სექსუალური შევიწროება

კვენტინ ტარანტინო ვაინშტაინზე: საკმარისი ვიცოდი, რომ მეტი გამეკეთებინა

NME.com

კვენტინ ტარანტინო ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებულ საქმეს გამოეხმაურა. მისი თქმით, მან საკმარისად ბევრი იცოდა და ახლა თავს შერცხვენილად გრძნობს, რომ მასთან სხვადასხვა ფილმებზე თანამშრომლობა კვლავ გააგრძელა.

"მე საკმარისი ვიცოდი და შემეძლო მეტი გამეკეთებინა, ვიდრე გავაკეთე. ყველაფერი იმაზე მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ჭორები. ვიცოდი, რომ მსგავსი რაღაცები [სექსუალური შევიწროება] გაკეთებული ჰქონდა. ვისურვებდი, რომ პასუხისმგებლობა ამეღო იმაზე, რაც მესმოდა."- თქვა რეჟისორმა.

ჰარვი ვაინშტაინს 30-მდე ქალი მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, 3-მა ქალმა ის გაუპატიურებაშიც დაადანაშაუალა. ვაინშტაინი საკუთარი კომპანიიდან და ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიიდან გამოაგდეს.

კომენტარები