გაბი რიზეა 42 წლის რუმენილი ხელოვანია. ის ხეებისგან გასაოცარ სკულპტურებს ქმნის და თავის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია.
3 წლის წინ გაბიმ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ძალიან კარგად გამოსდის ხეების თლა. მან ბენზოხერხი შეიძინა და ხის კუნძებზე სახეების გამოთლა დაიწყო. მას საკმაოდ კარგად გამოუვიდა და სწორედ ამიტომ, მან თავისი შესაძლებლობების განვითარება გადაწყვიტა.
რუმინეთში, თავის მშობლიურ ქალაქ კრაიოვაში მას ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ძველ კუნძებზე მუშაობის ნება დართეს. შეგიძლიათ, ნახოთ მისი რამდენიმე ნამუშევარი