გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

წყალტუბოში წითელი ნუსხით დაცული სვავი მოკლეს

გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, წყალტუბოში საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული სვავი (Aegypius monachus) მოკლეს. დეპარტამენტმა ფაქტი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე გამოავლინეს. 

"შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მოხდა. ამ დროისთვის, ფოტოზე ასახული ორივე პიროვნება იდენტიფიცირებულია, მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2 500 ლარი შეადგინა. 

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება" - აცხადებს დეპარტამენტი.

კომენტარები