არჩევნები 2017

12 საათისთვის ხმა 16.5%-მა მისცა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 0.15%-ით ნაკლებია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00-ის მდგომარეობით ხმა 567 699 ადამიანმა მისცა, რაც ამომრჩეველთა 16.5%-ია. ეს მაჩვენებელი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით 0.15%-ით ნაკლებია.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი - 27.9%-იანი აქტივობა რაჭა ლეჩხუმშია, სადაც უკვე 9 733-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი შიდა ქართლშია, სადაც ხმა 32 842-მა ადამიანმა მისცა, რაც 13.9%-ია.

რეგიონები, სადაც აქტივობა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 16.5%-ზე მაღალია:

  1. რაჭა ლეჩხუმი - 27.9%, 9 733 ამომრჩეველი
  2. გურია - 22.9%, 25 205 ამომრჩეველი
  3. სამცხე-ჯავახეთი -20.3%, 29 487 ამომრჩეველი
  4. სამეგრელო ზემო სვანეთი - 18.1%, 62 204ამომრჩეველი
  5. იმერეთი - 17.3%, 93 019 ამომრჩეველიი
  6. კახეთი - 16.7%, 50 668 ამომრჩეველი

რეგიონები, სადაც 16.5%-ზე დაბალი აქტივობაა:

  1. მცხეთა-მთიანეთი - 16.2%, 13 967 ამომრჩეველი
  2. აჭარა - 16%, 49 041 ამომრჩეველი
  3. ქვემო ქართლი - 15.9%, 62 313 ამომრჩეველი
  4. თბილისი - 14.8%, 139 220 ამომრჩეველი
  5. შიდა ქართლი - 13.9%, 32 842 ამომრჩეველი

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

კომენტარები