არჩევნები 2017

ნადირაშვილი: ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ იმამკულიევს წაართვას გამარჯვება

"ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილი მარნეულში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

"რამდენიმე წუთის წინ მე საუბარი მქონდა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატთან მარნეულში, აჰმედ იმამკულიევთან, რომელმაც განაცხადა რომ ვითარება მარნეულში ძალიან დაძაბულია. იმ სურათის მიხედვით, რომელიც ამ წუთისთვის იკვეთება ჩანს, რომ ხელისუფლება ემზადება ისევე, როგორც 2016 წელს, აჰმედ იმამკულიევს წაართვას გამარჯვება. აქვე მინდა ხელისუფლებას მივმართო ყოველგვარი ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა საარჩევნო უბნებზე ვერ მისცემს მათ შედეგებს და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის მთელ საქართველოში და ამ კონკრეტულ რაიონში."-თქვა ნადირაშვილმა

ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით მარნეულის სოფელ, ქვემო სარალში "ქართული ოცნების" კანდიდატმა მირქაზ იაგუბოვმა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერს სცემა. 

"რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, ეს ეხება სოფელ ქვემო სარალის, სულ რაღაც 40 წუთის წინ ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო, სადაც ქართული ოცნების კანდიდტმა მირქაზ იაგუბოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ევროპული საქართველოს მხარდამჭერს მუჰამედ ჰუსეინოვს. ბატონი ჰუსეინოვი გახლავთ მხარდამჭერი ევროპული საქართველოსი და სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მუჰამედ ჰუსეინოვი ამ წუთებში იმყოფება პოლიციაში და ის მომხდარი ინცინდენტის თაობაზე ინფორმაციას აძლევს პოლიციას. ასევე მარნეულთან დაკავშირებით, 55-ე უბანზე შულავერში, უბნის შიგნით ტერიტორიაზე იყო დაყენებული მანქანა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ამ მანქანაში იჯდა სასამართლოდ მანდატური, რომელიც თანხას ურიგებდა უბანში მისულ ამომრჩეველს."- თქვა ირმა ნადირაშვილა.

კომენტარები