არჩევნები 2017

ადამიანის უფლებათა ცენტრი: ყარაჯალაში ამომრჩევლებს ოცნების კანდიდატი აკონტროლებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ყარაჯალაში ოცნების ამომრჩევლებს კანდიდატი პირადად აკონტროლებს

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები სოფელ ყარაჯალას ცენტრში ერთად არის განლაგებული. აქვე არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, რომლის წინ დილიდანვე მობილიზებული არიან პარტიის მხარდამჭერები. მათთვის მიკროავტობუსით მოიტანეს საკვები, რათა მათ არ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ოთხივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ყარაჯალის მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ მუსაევი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების წინ შეკრებილ ამომრჩევლებს რჩევა-დარიგებებს აძლევს და სავარაუდოდ, აქტიურად ეწევა აგიტაციას.

ორგანიზაცია შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს. 


ფოტო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

კომენტარები