არჩევნები 2017

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 2014 წლის არჩევნებზე 4%-ით მაღალია

georgicatravel.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15:00-ის მდგომარეობით 1 026 430 ადამიანმა უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რაც ამომრჩეველთა 29.84%-ია, ეს წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით 1%-ით მეტია. ამ 1 026 430 ადამიანიდან 261 137 თბილისის მაცხოვრებელია, ეს კი თბილსში რეგისტრირებული ამომრჩევნების 27.7%-ია. წელს თბილისელები 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო აქტიურები არიან.

2014 წელს 15 საათისთვის თბილისში აქტივობა 23.8%-ს შეადგენდა, მაშინ ხმა 218 813-მა ადამიანმა მისცა. 

ამომრჩეველთა აქტივობა რეგიონების მიხედვით:

  1. რაჭა ლეჩხუმი - 46.2%, 16 142ამომრჩეველი
  2. გურია - 40.5%, 44 552 ამომრჩეველი
  3. სამცხე-ჯავახეთი - 36%, 52 315 ამომრჩეველი
  4. სამეგრელო ზემო სვანეთი - 31.9%, 109 746 ამომრჩეველი
  5. იმერეთი - 31.3%, 168 318 ამომრჩეველიი
  6. კახეთი - 30.5%, 92 590 ამომრჩეველი
  7. მცხეთა-მთიანეთი - 29.8%, 25 788 ამომრჩეველი
  8. აჭარა - 29.2%, 49 041 ამომრჩეველი
  9. თბილისი - 27.7%, 261 137 ამომრჩეველი
  10. ქვემო ქართლი - 27.1%, 106 348 ამომრჩეველი
  11. შიდა ქართლი - 25.4%, 59 829 ამომრჩეველი

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

 

კომენტარები