არჩევნები 2017

R2-ის ეგზიტპოლი: "ოცნება" - 58%, ენმ - 16%, ევროპული საქართველო - 9%

ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც კომპანია Edison Media Research-მა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ 58% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 16%, ევროპულმა საქართველომ - 9%, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა - 5%,

რუსთავი 2-ის ცნობით, ეს 18:00-ის მონაცემებია.

გარდა ამისა, ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 54% მიიღო. 

ენმ-ის კანდიდატმა, ზალიკო უდუმაშვილმა - 15%

დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ხმების 14%

ევროპული საქართველოს კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ - 7%. 

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს კანდიდატმა, კახა კუკავამ და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა - ხმების 3-3%.

გამოკითხვის ჩატარების დროა 2017 წლის 21 ოქტომბერი. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით (ქაღალდის ვერსია). შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %. 

კომენტარები