არჩევნები 2017

ხოშტარია: ჩვენთვის, როგორც ახალი პარტიისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი

facebook.com/pg/tbilisimayor

"პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა. ჩვენთვის როგორც ახალი პარტიისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი შედეგი, რომ ამ მოკლე დროში ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ ვართ სწორედ ის პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უკეთესობის მოტანა. სწორედ ამ შედეგებით ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი დასკვნა, რომ ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი სამუშაო, იმისთვის, რათა დემოკრატიული გზით შევცვალოთ ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელსაც აქვს მობილიზებული უამრავი ფინანსური რესურსი და რომელიც მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში იყენებდა დიდძალ ადმინისტრაციულ რესურსს", - ამბობს ელენე ხოშტარია.

რუსთავი 2-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც კომპანია Edison Media Research-მა ჩაატარა პოლიტიკური პარტიების შედეგები ასე გამოიყურება:

  • ქართული ოცნება - 58%
  • ენმ - 16%
  • ევროპული საქართველო - 9%
  • პატრიოტთა ალიანსი - 5%

თბილისის მერობის კანდიდატთა შედეგები კი ასეთია:

  • კახა კალაძე - 54%
  • ზაალ უდუმაშვილი - 15%
  • ალეკო ელისაშვილი - 14%
  • ელენე ხოშტარია - 7%
  • კახა კუკავა - 3%
  • ირმა ინაშვილი - 3%

რუსთავის ეგზიტპოლის ჩატარების დროა 2017 წლის 21 ოქტომბერი. გამოკითხვის მეთოდი - პირდაპირი გამოკითხვა თვითადმინისტრირებული კითხვარით (ქაღალდის ვერსია). შესაძლო ცდომილების ზღვარია +/–3 %.

კომენტარები