არჩევნები 2017

გიგი უგულავა: თუ მეორე ტური დაინიშნება, მხარს ოპოზიციის კანდიდატს დავუჭერთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეგზიტპოლის შედეგებს აფასებს. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი პარტიის მიღებული შედეგი (9%) აჩვენებს, რომ ევროპული საქართველო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ასევე, უგულავა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური დაინიშნება, მხარს ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს. 

"ჩვენ ახლად შექმნილი პარტია ვართ, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა ევროპული საქართველო და ამ არჩევნებით ნათლად ჩანს, რომ პარტია არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება ეგზიტპოლს, რომელიც მხოლოდ თბილისში ჩატარდა: მე არ მაქვს არანაირი საფუძველი მასში ეჭვები შევიტანო, მაღალი ალბათობით შეიძლება მეორე ტური არ იყოს, მაგრამ ნუ გადავწურავთ იმედებს. ეგზიტპოლების შემთხვევაში ხშირად ყოფილა შეცდომები. ჩვენ მხარს დავუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატს, იქნება ეს ზალიკო უდუმაშვილი თუ ალეკო ელისაშვილი, იმიტომ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 4-5 ოლქში [ხონი, მარნეული, ადიგენი, ახალციხე], სადაც ევროპული საქართველო იქნება წარმოდგენილი, ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმიტომ, რომ ჩვენი პრინციპული პოზიციაა, არ შეიძლება ამომრჩეველი მიატოვო. მიუხედავად უთანასწორო ბრძოლისა, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმ ოლქებში მეორე ტურში, სადაც ევროპული საქართველო იქნება", - თქვა უგულავამ. 

კომენტარები