არჩევნები 2017

თბილისის უბნები, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალია

benjielayug.com

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თბილისელი ამომრჩევლის 43.4%-მა მიიღო, ეს წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, 6.1%-ით მეტია. 2014 წელს, თბილისელი ამომრჩევლის 37.3%-მა მისცა ხმა. ქვეყნის მასშტაბით კი ხმა 1 569 992 ამომრჩეველმა მისცა, რაც 45.64%-ია. 

თბილისის უბნები, სადაც აქტივობა ყველაზე მაღალი იყო:

  1. მთაწმინდა - 48%, 24 708 ამომრჩეველი
  2. ვაკე - 48%, 47 229 ამომრჩეველი
  3. დიდუბე - 48%, 32 128 ამომრჩეველი
  4. საბურთალო - 47%, 58 457 ამომრჩეველი
  5. ჩუღურეთი - 45%, 25 950 ამომრჩეველი
  6. კრწანისი - 42%, 17 264 ამომრჩეველი
  7. ნაძალადევი - 42%, 54 334 ამომრჩეველი
  8. გლდანი - 41%, 55 052 ამომრჩეველი
  9. სამგორი - 40%, 54 422 ამომრჩეველი
  10. ისანი - 38%, 40 219 ამომრჩეველი

კომენტარები