არჩევნები 2017

იმედის ეგზიტპოლი: კალაძე - 53%, უდუმაშვილი - 14%, ელისაშვილი - 14%, ხოშტარია - 5%

ტვ იმედი

ტელეკომპანია იმედმა ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვა სოციოლოგიური კვლევების კომპანია Gorbi-მა შეასრულა. 

შედეგები 20:00 საათის მონაცემებით ასეთია: 

კახა კალაძე - 53%

ზალიკო უდუმაშვილი - 14%

ალეკო ელისაშვილი - 14%

ელენე ხოშტარია - 5%

ირმა ინაშვილი - 4%

გიორგი ვაშაძე - 3%

კახა კუკავა - 3%

გიორგი გუგავა - 2%

იმედმა ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია Gorbi-ის დაუკვეთა. კომპანიამ პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 6 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. მათ გამოკითხეს ყოველი მე-6 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100 საარჩევნო უბანში. ცდომილება +/- 2%-ია.  

როგორც წესი, ეგზიტპოლი საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 20:00 საათზე ქვეყნდება, თუმცა ტელეკომპანიამ შედეგები 22:30-ს შემდეგ გამოაქვეყნა. ამის მიზეზად იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ლეჟავამ On.ge-სთან საუბარში აჟიოტაჟის თავიდან არიდების სურვილი დაასახელა. 

იმედის, GDS-ის, მაესტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით Gorbi-მ ეგზიტპოლის საველე სამუშაოები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ჩაატარა. 

კომენტარები