არჩევნები 2017

დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა

ბლოკ დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. მისივე თქმით, ლორთქიფანიძე თავს უკეთ გრძნობს და ხვალიდან პოლიტიკაში კვლავ აქტიურად ჩაერთვება. ბლოკი მას საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრებდა. 

„ინფორმაცია ბატონი დიმიტრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ის რომ შეუძლოდ გახდა, სიმართლეს შეესაბამება. ის ისევე, როგორც ჩვენი გუნდის სხვა წევრები ბოლო დღეების განმავლობაში, ლამის 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. დღესაც ძალიან აქტიური სამუშაო რეჟიმი ჰქონდა. იმდენი უსინდისობა, რაც ჩვენ დავინახეთ უბნებზე, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ძნელი დასანახი და გადასატანია. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბატონ დიმიტრის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამდენი უსინდისობის ყურებით გასაკვირი ის არის, რომ ადამიანები მაინც მეტ-ნაკლებად ვუძლებთ იმ ყველაფერს, რასაც ვხედავთ. გარწმუნებთ, რომ ბატონი დიმიტრი ხვალ უკვე მწყობრში იქნება“ - თქვა ნინო ბურჯანაძემ. 

 

კომენტარები