არჩევნები 2017

ცესკო: დათვლილია ხმების 22%, ლიდერობს კალაძე 51%-ით

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე 737 უბნიდან დათვლილია 165, რაც 22,39%-ს შეადგენს. 

ამ დროის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს 51,4%-ით. 

მას ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი მოსდევს 16,68%-ით;

მესამე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილია 16,6%-ით;

ელენე ხოშტარია - 7,39%;

ირმა ინაშვილი - 3,27%. 

კომენტარები