არჩევნები 2017

წინასწარი შედეგები რუსთავის მერობაზე: "ოცნების" კანდიდატი 53.5%, ენმ-ის - 20.2%

ცესკო

ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თვითმმართველი ქალაქის რუსთავის მერის არჩევნებზე, ქართული ოცნების კანდიდატს ირაკლი ტაბაღუას დათვლილი ხმების 53.53% აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ზურაბ მაისურაძეს - 20.22%. მას მოსდევს ევროპული საქართველოს კანდიდატი ნინო იმედაშვილი - 13.24%-ით.

87 უბნიდან, ხმები დათვლილია 17 უბნის მიხედვით. ამ მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნებზე მეორე ტური არ გაიმართება.

კომენტარები