არჩევნები 2017

წინასწარი შედეგები ბათუმის მერობაზე: "ოცნების" კანდიდატი - 54.8%, ენმ-ის - 25.8%

ცესკო
ცესკო

ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის მერის არჩევნებზე, ქართული ოცნების კანდიდატს ლაშა კომახიძეს ხმების 54.86% აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ლევან ანთაძეს - 25.86%. მას მოჰყვება პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი თენგიზ თავდგირიძე - 6.38%-ით.

103 უბნიდან, ხმები დათვლილია 32 უბნის თანახმად. ამ შედეგებით, ბათუმში მეორე ტურის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას.

კომენტარები