არჩევნები 2017

რომელ თვითმმართველ თემში შეიძლება გაიმართოს მერის არჩევნების მეორე ტური

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითმმართველ თემში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. პირველადი მონაცემებით, 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთის და მარტვილის მერობის კანდიდატებმა.

ყაზბეგი - ქართული ოცნების კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი - 44,61%, ენმ-ის კანდიდატი სანდრო ყამარაული - 26,88%, ევროპული საქართველოს კანდიდატი ვიქტორ სუჯაშვილი - 17,2%. დათვლილია ათივე უბანი.

ხაშური - ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი - 40,78%, დამოუკიდებელ კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 19%, ენმ-ის კანდიდატი გიორგი მახათაძე 17,35%. 52 უბნიდან დათვლილია 39 უბანი.

ბორჯომი - ქართული ოცნების კანდიდატი ლევან ლიპარტია - 42.04%, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე 38.31%. 30 უბნიდან დათვლილია 15 უბნის მონაცემები.

ოზურგეთი - ქართული ოცნების კანდიდატი ბეგლარ სიორიძე - 44.03%, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე - 40,82%. 62 უბნიდან, დათვლილია 46 უბნის მონაცემები.

მარტვილი - ქართული ოცნების კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა 47,81%. ენმ-ის კანდიდატი მამუკა დანელია 36,23%. 39 უბნიდან, დათვლილია 25 უბნის მონაცემები.

გარდა ამისა, შეიძლება შეიცვალოს თიანეთის მერის არჩევნების მონაცემები. ამ დროისთვის, დათვლილია უბნების ნახევარი (20-დან 10) და ქართული ოცნების მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს ხმების - 51.09% აქვს, ხოლო "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" კანდიდატს თამაზ მეჭიაურს - 48.91%. 

ამასთან, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 57 თვითმმართველ თემიდან თიანეთის გარდა ყველა ოლქში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ლიდერობს.

კომენტარები