არჩევნები 2017

კახეთის არც ერთ ქალაქში მეორე ტური არ გაიმართება

ცესკო

კახეთის რეგიონის არც ერთ ქალაქში არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება - თვითმმართველ ქალაქ თელავში, ისევე როგორც დანარჩენ 8 თვითმმართველ თემში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. 

ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა ქალაქში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, მხოლოდ გურჯაანში, მეორე ადგილზე ევროპული საქართველოს კანდიდატი გავიდა. 

შედეგები ასეთია:

საგარეჯო - ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ერბოწონაშვილი - 69,37%, ენმ-ის კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილი - 12,87%

თელავი - ქართული ოცნების კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი - 54,78%, ენმ-ის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი - 27,71%

ახმეტა- ქართული ოცნების კანდიდატი იოსებ ქარუმიშვილი - 59,41%, ენმ-ის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი - 18,84%

გურჯაანი - ქართული ოცნების კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი - 59,25%, ევროპული საქართველოს კანდიდატი გიორგი პეტრუზაშვილი - 18,16%

ლაგოდეხი - ქართული ოცნების კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი - 63,99%, ენმ-ის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი - 23,46%

დედოფლისწყარო - ქართული ოცნების კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი - 65,45%, ენმ-ის კანდიდატი ლევან ბაღაშვილი - 17,57%

სიღნაღი - ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გიგოლაშვილი - 59,53%, ენმ-ის კანდიდატი ნონა ნონიაშვილი - 23,18%

ყვარელი - ქართული ოცნების კანდიდატი როსტომ სესიაშვილი - 63,85%, ენმ-ის კანდიდატი ბესიკ იაშვილი - 19,19%

კომენტარები