არჩევნები 2017

გოგი წულაია არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან მიდის

ტაბულა

გოგი წულაია, რომელიც ბლოკ დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო, პოლიტიკიდან მიდის. ინფორმაციას იმერეთის საინფორმაციო სააგენტო ტოპ ნიუსი აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, წულაიას გადაწყვეტილების მიზეზი არჩევნების შედეგებია. 

"არ ვიცი, რა უნდა დავარქვა ამ არჩევნებს. არც ერთ არჩევნებში მსგავსი შედეგი არ ყოფილა. როგორც მერობის კანდიდატმა მივიღე 7 პროცენტი, პროპორციულით - მხოლოდ 2, რაც მიზანმიმართული შედეგია, რადგან არ უნდათ ჩემი საკრებულოში შესვლა. მივიღე გადაწყვეტილება, დროებით პოლიტიკური ტაიმ-აუტი ავიღო",- უთხრა წულაიამ ტოპ ნიუსს. 

მან ქუთაისში ამომრჩეველთა ხმების 7,6% მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა. ხმების ყველაზე დიდი წილი ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ მიიღო - 48,66%, მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდა 27,03%-ით. 

ვერც ერთმა კანდიდატმა ქუთასიში 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, ამიტომ ამ თვითმმართველ ქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 

კომენტარები