უკანონო იარაღი

ქურდობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის გამო ერთი პირი დააკავეს

Getty Images

ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ა.ა. ნინოწმინდის რაიონის სოფელ კონდურაში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ ნინოწმინდაში, ერთ-ერთი ლომბარდიდან მობილური ტელეფონი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნაქურდალი ტელეფონი, ხოლო  სახლის ეზოდან - არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მიმდინარეობს. 
 

კომენტარები