არჩევნები 2017

"ოცნება": დღეს დედაქალაქის ქუჩებს პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გავასუფთავებთ

41.ge

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თბილისელ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარტიის წარმომადგენლები დღეს 23 ოქტომბერს, დედაქალაქის ქუჩებს პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაასუფთავებენ. 

"პარტიის წარმომადგენლები დღეს, 16:00 საათიდან, დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში არსებულ ქუჩებს, პარტიის მხარდამჭერი პლაკატებისგან გაათავისუფლებენ. დასუფთავების აქციაში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას."- წერია განცხადებაში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენები საქართველოში შაბათს, 21 ოქტომბერს გაიმართა. 

კომენტარები