არჩევნები 2017

32 საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატები მხოლოდ ქართულ ოცნებას ეყოლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის 64 საკრებულოდან 32-ში, მაჟორიტარები მხოლოდ მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას ეყოლება. თბილისსა და 31 მუნიციპალიტეტში ოპოზიციის და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. გთავაზობთ ჩამონათვალს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, რომელ საკრებულოებში ვერ ხვდებიან ოპოზიციის და დამოუკიდებელი კანდიდატები მაჟორიტარული სიით.

ესენია: თბილისი, სიღნაღი, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, კასპი, ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, თერჯოლა, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, წყალტუბო, ქუთაისი, ლანჩხუთი, სენაკი, წალენჯიხა, შუახევი, ქედა, ბათუმი, ფოთი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოა. ოპოზიციის და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მხოლოდ 32 მუნიციპალიტეტის 82 მაჟორიტარულ ოლქში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. შესაბამისად, სწორედ ამდენი მაჟორიტარი ოპოზიციონერი ეყოლება ქვეყნის 64 საკრებულოს. აქედან, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაიყვანა 28 მაჟორიტარი, ევროპულმა საქართველომ - 11, პატრიოტთა ალიანსმა - 15, შენების მოძრაობამ - 4, თამაზ მეჭიაურის პარტიამ - 2, დემოკრატიულმა მოძრაობამ - 1, ხოლო დანარჩენი 21 მაჟორიტარი - დამოუკიდებელი კანდიდატია. წაიკითხეთ დეტალურად, რომელ მაჟორიტარულ ოლქებში გაიმარჯვეს ოპოზიციის და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა.

კომენტარები