Game of thrones

კიტ ჰარინგტონი: GOT-ის მერვე სეზონის დასასრულზე ვიტირე

Hollywoodreporter.com

Game of Thrones-ის მსახიობებმა გასულ კვირას მერვე სეზონის სრული სცენარი წაიკითხეს. 

"ჩვენ გასულ კვირას სცენარი წავიკითხეთ, ამიტომ ახლა ყველაფერი ვიცი. სცენარის დასასრულზე ვიტირე. უნდა გახსოვდეთ, რომ უკვე 8 წელია ამას ვაკეთებთ და ჩვენზე მეტად არავინ ღელავს. ეს ყველაზე გრძელი "ინსტიტუტი" იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი - სკოლა, სამსახიობი სკოლა და ა.შ. ამაზე ფიქრი გულს მიჩუყებს. ძალიან უცნაური დამშვიდობების წელი იქნება, უკანასკნელი სცენების თამაში მსახიობებთან."- თქვა ჯონ სნოუს როლის შემსრულებელმა კიტ ჰარინგტონმა.

Game of Thrones-ის მერვე სეზონის სერიების გადაღება ამჟამად ბელფასტში, ირლანდიაში მიმდინარეობს. ჰარინგტონმა ფანებს სთხოვა, რომ სურათები არ გადაიღონ სპოილერების თავიდან ასაცილებლად.  

კომენტარები