არჩევნები 2017

ქვეყნის 64 საკრებულოს ჯამში 21 დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება

რადიო თავისუფლება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის 64 საკრებულოდან 13-ს, ჯამში 21 დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ყველაზე მეტი (4) დამოუკიდებელი მაჟორიტარი ლაგოდეხის საკრებულოში შევა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს.  2 დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება ხაშურის საკრებულოს. აქაც, ლაგოდეხის მსგავსად, მაჟორიტარული სიით მხოლოდ ქართული ოცნების და დამოუკიდებელი კანდიდატები გავიდნენ.

დეტალურად:

  • ლაგოდეხის საკრებულო - 4 დამოუკიდებელი კანდიდატი, ბესიკ თაბუნიძე, დავით ლომიძე, ემზარ გვალია და ალექსანდრე ვარდოსანიძე.
  • წალკის საკრებულო - 2 დამოუკიდებელი კანდიდატი, იოსებ ქათამაძე და ჯონი საბაძე.
  • ჩოხატაურის საკრებულო - 2 დამოუკიდებელი კანდიდატი, ლევან ლომინეიშვილი და იაშა შათირიშვილი.
  • ახმეტის საკრებულო - 2 დამოუკიდებელი კანდიდატი, ლევან გოგოთიძე და დავით ავაზაშვილი.
  • ხაშურის საკრებულო - 2 დამოუკიდებელი კანდიდატი, მიხეილ კაპანაძე და ნოვე ტაბატაძე.
  • მესტიის საკრებულო - 2 დამოუკიდებელი კანდიდატი, ლერი კვიციანი და ჯიმშერ ფილფანი.
  • აბაშის საკრებულო - 1 დამოუკიდებელი კანდიდატი, კახა ცანავა.
  • ლენტეხის საკრებულო - 1 დამოუკიდებელი კანდიდატი, ზურაბ ონიანი.
  • ოზურგეთის საკრებულო - 1 დამოუკიდებელი კანდიდატი, მაია ნოზაძე.
  • ხონის საკრებულო - 1 დამოუკიდებელი კანდიდატი, კახა ფირცხალავა.
  • გორის საკრებულო - 1 დამოუკიდებელი კანდიდატი, მერაბ მახარაშვილი.
  • დუშეთის საკრებულო - 1 დამოუკიდებელი კანდიდატი, ზაზა ქავთარაძე.
  • საგარეჯოს საკრებულო - 1 დამოუკიდებელი კანდიდატი, კონსტანტინე ღოღელიანი.

კომენტარები