იტალია

იტალიის ორი უმდიდრესი რეგიონი მხარს ავტონომიური ძალაუფლების გაზრდას უჭერს

CNN

იტალიის ორი ყველაზე მდიდარი რეგიონი, ლომბარდია და ვენეტო, ავტონომიური ძალაუფლების გაზრდას ითხოვენ. CNN-ის ცნობით, საკითხზე რეფერენდუმი კვირას, 22 ოქტომბერს ჩატარდა და მოსახლეობის 95%-მა მხარი რეგიონთა თავისუფლების უპირობოდ გაზრდას დაუჭირა.

ლომბარდიას რეგიონალური ცენტრი მილანია, ვენეტოსი კი ვენეცია. მხარეების შემოსავალი იტალიის მთლიანი შიდა პროდუქტის 30% შეადგენს. ორივე რეგიონი იტალიის ჩრდილოეთით მდებარეობს და ორივეს მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი მართავს.

იტალიაში ლომბარდიასა და ვენეტოს გარდა ავტონომიური ძალაუფლების გაზრდას მხარს კიდევ სამი რეგიონი უჭერს. ესენია: სიცილია, სარდინია და ვენეტოს მეზობელი რეგიონი, ფრიული-ვენეცია.

კომენტარები