სპორტი

ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე 27 მედალი აიღეს

სპორტის სამინისტრო

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს. სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ეს მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ახალგაზრდებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, 23-წლამდელები კი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზე გავიდნენ.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, ქალაქ ბათუმში გაიმართება. საბოლოო კონტრაქტს საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ევროპის ფედერაციასთან მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც ბათუმს ევროპის ფედერაციის სადამკვირვებლო კომისია ესტუმრება.

"ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონები გახდნენ - ახალგაზრდებს შორის რევაზ დავითაძე (85 კგ) - ატაცი ოქრო (165 კგ), აკვრა ოქრო (188), ორჭიდი ოქრო (353) და დავით ხეცურიანი (105 კგ)  - ატაცი ოქრო (173), აკვრა ბრინჯაო  (204 ), ორჭიდი ოქრო (377 კგ).

23-წლამდელებს შორის კი, ანატასია გოტფრიდი (90 კგ.) - ატაცი ოქრო (123), აკვრა ოქრო (140), ორჭიდი ოქრო (263) და შოთა მიშველიძე (62 კგ.) - ატაცი ოქრო (134), აკვრა ოქრო (153) და ორჭიდი ოქრო (287)" - აცხადებს სპორტის და ახლგაზრდობის სამინისტრო.

ქართველ ძალოსანთა შედეგები ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ჩემპიონატზე
 

ახალგაზრდები

  • რევაზ დავითაძე (85 კგ.) – ატაცი ოქრო (165), აკვრა ოქრო (188), ორჭიდი ოქრო (353).
  • დათო ხეცურიანი (105 კგ.) - ატაცი ოქრო (173), აკვრა ბრინჯაო (204), ორჭიდი ოქრო (377).
  • ირაკლი ჩხეიძე (105 კგ.) - ატაცი მეექვსე ადგილი (164), აკვრა ვერცხლი (206) ორჭიდი ბრინჯაო (370).
  • გიორგი ჩხეიძე (+105 კგ.) - ატაცი ვერცხლი (185), აკვრა ვერცხლი (231), ორჭიდი ვერცხლი (416).


23-წლამდელები

  • ანასტასია გოტფრიდი (90 კგ.) - ატაცი ოქრო (123), აკვრა ოქრო (140), ორჭიდი ოქრო (263).
  • შოთა მიშველიძე (62 კგ.) - ატაცი ოქრო (134), აკვრა ოქრო (153), ორჭიდი ოქრო (287).
  • რამინ შამილიშვილი (62 კგ.) - ატაცი ვერცხლი (124), აკვრა ბრინჯაო (146), ორჭიდი ვერცხლი (270).
  • გოგა ჩხეიძე (69 კგ.) - ატაცი ბრინჯაო (134), აკვრა ოქრო (174), ორჭიდი ვერცხლი (308).
  • გოდერძი ბერდელიძე (56 კგ.) - ატაცი მეოთხე ადგილი (), აკვრა ბრინჯაო (135), ორჭიდი ბრინჯაო (246).
  • ლონგინოზ ბრეგვაძე (105 კგ.) - ატაცი ოქრო (176), აკვრა მეოთხე (199) ორჭიდი ვერცხლი (375).

კომენტარები