ნარკორეალიზატორი

დიდუბეში, ვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

დიდუბეში, ვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც შინაგან სამინისტროში ტაბულას უთხრეს, დაკავებულია ნარკორეალიზატორი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა-გასაღებას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყება განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები