კომუნიკაციები

რატომ შეამცირა მოსახლეობამ SMS-ების გზავნა

flickr.com

აგვისტოში საქართველოში 352 მილიონი sms გაიგზავნა, ერთი შეხედვით ეს sms-ების დიდი რაოდენობაა, თუმცა ის 2013 წლის აგვისტოში გაგზავნილ sms-ებთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, რამდენიმე წელია, რაც ქვეყანაში გაგზავნილი sms-ების რაოდენობა მცირდება. 

facebook, snapchat, viber, watsapp, telegram, skype და კიდევ სხვა მრავალი აპლიკაცია მომხმარებელბს შეტყობინებების გაგზავნის უფასო სერვისს სთავაზობს. ეს კი ბაზარზე დაახლოებით 20 წლის წინ დამკვიდრებულ ფასიან სერვისს - sms-ს ავიწროვებს. 

sms-ების შემცირება მობილური ოპერატორებისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც ისინი კომუნიკაციის ამ წყაროდან სულ უფრო ნაკლები მოცულობის შემოსავალს იღებენ. თუმცა მეორეს მხრივ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა მობილურ ინტერნეტზე, რაც sms-ების შემცირებით გამოხატულ ფინანსურ დანაკლისს სრულად ანაზღაურებს.

რეკორდული რაოდენობის, 562 მილიონი sms ქვეყანაში 2014 წლის იანვარში გაიგზავნა, ამ თვეში მობილური ოპერატორების შემოსავლები sms-იდან 3.2 მილიონი ლარი იყო. 

კომენტარები