ხეების ჭრა

შსს: ბოლო ორ თვეში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოვავლინეთ

0 კომენტარი

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინეს. გარდა ამისა, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 20 პირი ამხილეს.

"ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოვიღეთ. პოლიციამ ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროები, ასევე, ავტომანქანები დალუქა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ბოლო ორ თვეში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოვავლინეთ

კომენტარები