თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება

opinion.ge

თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მან დღეს თავად დაუდასტურა. თუ ვინ იქნებიან მისი მოადგილეები, ამის შესახებ ტყემალაძე ჯერჯერობით არ საუბრობს. 

"გიდასტურებთ, რომ ასეთი შემოთავაზება ნამდვილად არის. მინდა გადავუხადო გუნდს, ამ დიდი ნდობისთვის. საკრებულოს პირველ სხდომაზე, არის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო საკითხების გადაწყვეტილება და უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით დადგება ეს საკითხი.“ - ამბობს გიორგი ტყემალაძე.

გიორგი ტყემალაძე წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

კომენტარები