შსს

შსს: დაკავების დროს, მამაკაცი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დაკავების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. შსს-ს ცნობით, პოლიცია მოქალაქეებმა მეზობლების კონფლიქტის გამო გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ ინპექტორებთან სავარაუდოდ არაფხიზელი ახალგაზრდა მივიდა, რომელიც „განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემომყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს“.

შსს იყობინება, რომ ხსენებულ პირს პოლიციამ არაერთგის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა ის უფრო აგრესიული გახდა და მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება გახდა საჭირო, რა დროსაც „უეცრად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა“.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“ - აცხადებს შსს.
 

კომენტარები