აფეთქება ინდონეზიაში

ინდონეზიაში ფეიერვერკების ქარხნის აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

AFP/GETTY

ინდონეზიაში ფეიერვერკების ქარხნის აფეთქებას სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 43 კი დაშავდა. ხანძრის შედეგად, დაზიანდა შენობის დიდი ნაწილი და დაიწვა რამდენიმე მანქანა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ  ჯაკარტას დასავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. პოლიციის განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.

კომენტარები