სავალდებულო სამხედრო სამსახური

წვევამდელს იარაღი გაუვარდა, ტყვიამ სხვა სამხედრო მოსამსახურე იმსხვერპლა

Getty Images

წალენჯიხის სოფელ მუჟავასთან სამხედრო მოსამსახურეს იარაღი გაუვარდა. ტყვია შემთხვევით სხვა მოსამსახურეს მოხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წვევამდელი დაიღუპა. უწყება აცხადებს, რომ მომხდარი, წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევაა.  

სოფელი მუჟავა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიან. ისინი საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოზე მორიგეობენ.საქმის გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

კომენტარები