27 ოქტომბერს თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ, 27 ოქტომბერს თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია "თელასი" ამის მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგება აღდგება.

ნაძალადევის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის, ანაპის 414-ე დივიზიის და ვანათის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის და გარეჯის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიციან ტაბიძის და ცხვედაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა, V მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, კეცხოველის და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის შესახვევის და მეტეხის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს. 

კომენტარები